რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლისთვის "მწვანე დერეფნის" ბლოკირება შეწყვიტეს - წერს ფეისბუკზე, მერის მრჩეველი. მე-19 დღეა, უკრაინაში ომია. პრეზიდენტი კი დასავლეთს ისევ ცის ჩაკეტვისკენ მოუწოდებს. რამდენიმე ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა დღე კიევში. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს რაკეტები რომლის სამიზნეც დედაქალაქი იყო. რუსულმა ძალებმა კვლავ დააზიანეს ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც ჩერნობილის ატომურ სადგურს ამარაგებდა, ამის შესახებ BBC-მ, უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიაზე დაყრდნობით დაწერა.