საოკუპაციო ძალებმა მარიუპოლში ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიარო სახლზე ავიაიერიში მიიტანეს, - ინფორმაციას "BBC"-ი ავრცელებს.
"ნგრევა კოლოსალურია. სამედიცინო დაწესებულების კორპუსი, სადაც ცოტა ხნის წინ ბავშვები მკურნალობდნენ, მთლიანად განადგურებულია. დაშავებულ ბავშვებზე ინფორმაცია ზუსტდება“, - ნათქვამია მარიუპოლის საქალაქო საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ საავადმყოფო დანგრეულია. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მიყენებული ზიანი კოლოსალურია. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
პრეზიდენტი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მარიუპოლში განხორციელებულ ავიაიერიშს გამოეხმაურა და უკრაინის ცის ჩაკეტვა კიდევ ერთხელ მოითხოვა.
"მარიუპოლი. რუსული ჯარების პირდაპირი დარტყმა სამშობიაროზე. ხალხი, ბავშვები ნანგრევების ქვეშ არიან. დაუყოვნებლივ ჩაკეტეთ ცა, დაუყოვნებლივ შეაჩერეთ მკვლელობები, თქვენ გაქვთ ძალა, მაგრამ როგორც ჩანს ადამიანობას კარგავთ",- წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.