პედაგოგთა მესამე რეგიონული კონფერენცია დასრულდა

25 დეკემბერი 2016, 00:00 4247 ნახვა

აჭარის პედაგოგთა მესამე რეგიონული კონფერენცია დასრულდა. სამი დღის განმავლობაში ისინი სწავლების საუკეთესო პრაქტიკასა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომებზე მსჯელობდნენ. ერთმანეთს გაუზიარეს ასევე საკუთარი გამოცდილება და პრაქტიკა. კონფერენციაზე 95 სხვადასხვა თემატური  მოხსენება წაიკითხეს, რაც მათ კრედიტქულებში ჩაეთვლებათ. წარმატებული პედაგოგები ქების სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ამავე კატეგორიაში