ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის 100-ზე მეტი თანამშრომელი, დაწესებულებაში 12 დღეზე მეტია ჩაკეტილია. ინფორმაციას BBC სლავუტიჩის მერზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე განცხადებით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში მომუშავე ადამიანები ფსიქოლოგიური და ფიზიკური წნეხის ქვეშ არიან.
სლავუტიჩის მერის თქმით, ამ პირობებში, მუშებს კონცენტრაცია სულ უფრო და უფრო უჭირთ, რაც საფრთხეს ქმნის.
"შესაძლოა, სტრესმა, ფსიქოლოგიურმა და ფიზიკურმა წნეხმა, გავლენა იქონიოს ელექტროსადგურის თანამშრომელთა უნარზე, შეასრულონ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თავიანთი მოვალეობები.
მათ გარკვეული რაოდენობის საკვები აქვთ, რადგან არ იციან, რამდენი ხნით მოუწევს იქ დარჩენა, დღეში მხოლოდ ერთხელ ჭამენ. მათი ძირითადი საკვები პური და ფაფაა“, - ამბობს მერი.