ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარება, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა - რუსეთის პირობები უკრაინას 

07 მარტი 2022, 17:42 1682 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი აცხადებს, რომ მოსკოვმა კიევს უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეცოპერაციის შეჩერების პირობები დაუსახელა.

კრემლის სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ უნდა შეცვალოს კონსტიტუცია და უარი თქვას „ნებისმიერ ბლოკში“ გაწევრიანებაზე. გარდა ამისა, მან უნდა აღიაროს ყირიმი რუსეთის ტერიტორიად და ასევე დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.

დიმიტრი პესკოვი თქმით, ოპერაცია შეიძლება დასრულდეს „ნებისმიერ მომენტში“, თუ უკრაინის ხელისუფლება შეასრულებს რუსული მხარის პირობებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი