აჭარაში კოვიდის 45 ახალი შემთხვევა დაადსტურდა 

07 მარტი 2022, 10:56 985 ნახვა

7 მარტის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 47 244 საიდანაც, 2 360 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 189.  რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 75 პირი.

44 884 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 910 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი