უკრაინა არავის აპატიებს ასობით მსხვერპლს, საცხოვრებელი კორპუსებისა და უიარაღო ადამიანების მიმართულებით სროლას - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.
''რუს სამხედროებს არ ჰყოფნით ის რაც უკვე გააკეთეს. არ ჰყოფნით ამდენი გარდაცვლილი, არ ჰყოფნით ამდენი გაუბედურებული სიცოცხლე. ხვალისთვის რუსეთმა ოფიციალურად დააანონსა, რომ უკრაინულ ტერიტორიებს ცეცხლს გაუხსნის და იერიშს მიიტანს თავდაცვით ობიექტებზე.
რუსეთს ჩვენი სამხედრო საწარმოების კიდევ ერთხელ დაბომბვა ოფიციალურად ჰქონდა გადაწყვეტილი. საწარმოების, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში აშენდა. ადგილები, სადაც ახლა რამდენიმე ასეული ადამიანი მუშაობს - ეს განზრახული მკვლელობაა. ამის შესახებ მსოფლიოს არც ერთი საერთაშორისო ლიდერის რეაქცია არ მომისმენია. დაფიქრდით იმაზე, თუ რამხელა დაუსჯელობის გრძნობა აქვს ოკუპანტს, როდესაც ისინი ამხელა ბოროტებას აანონსებენ და ეს ხდება სიჩუმისა და პასუხის გაუცემლობის გამო. იმედია შეამჩნევთ ამას, რეაქცია გექნებათ, რამეს იტყვით, ჩვენ დაზუსტებით ვიცით, ვინ მოამზადა ეს შეტევა“ - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა უკრაინის ხუთ ქალაქს: ხარკოვს, ჩერნიგოვს, მარიუპოლს, ჰოსტომელსა და ვოლნოვახას გმირი ქალაქების საპატიო წოდება ოფიციალურად მიანიჭა.