ხმაური იყო მთავრობის კანცელარიასთან. პოლიციამ პოლიტიკური პარტია "დროას" წევრები: ელენე ხოშტარია, შუშანა მაცაბერიძე და გიგა ლემონჯავა დააკავა. დაკავების მიზეზი "კეტჩუპის" შეკვრა გახდა, რომლითაც ელენე ხოშტარია შეეცადა შეეღება კანცელარიის შესასვლელი.
ის გუნდთან ერთად აპროტესტებდა საქართველოს მთავრობის წევრების მოლაპარაკებებს რუსეთის ფედერაციასთან, ქართული პროდუქტის რუსულ ბაზარზე შეტანის შესახებ.
ელენე ხოშტარიამ კანცელარიასთან თქვა, რომ უღირსი მთავრობა არ ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობაც უღირსია და სცადა რუსული წარმოების კეტჩუპით შეეღება კანცელარიის შესასვლელი.