Aeroflot Airlines-ი ორშაბათიდან საერთაშორისო ფრენებს შეაჩერებს

05 მარტი 2022, 19:39 1266 ნახვა

რუსეთის უმსხვილესმა ავიაკომპანია  Aeroflot Airlines-მა 8 მარტიდან დროებით საერთაშორისო ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება „დამატებითი გარემოებების გამო მიიღეს, რომლებიც აფერხებს ფრენების შესრულებას“.

რუსული მედიის თანახმად, შეზღუდვები ასევე შეეხება „როსიას“ და „ავრორას“ ავიახაზების საერთაშორისო მიმართულებებს.

ფრენების შეჩერების რეკომენდაცია რუსულ ავიაკომპანიებს საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ „როსავიაციამ“ მისცა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი