პარლამენტი პრეზიდენტს მოგვიანებით მოუსმენს

04 მარტი 2022, 20:29 1518 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტში 5 მარტს არ გაიმართება. ბიურომ პრეზიდენტის მიმართვას, მხარი არ დაუჭირა. ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილს სთავაზობს, რომ მოსმენა მომავალი სასესიო კვირის პირველივე სხდომაზე 15 მარტს გაიმართოს. არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, პრეზიდენტის პარლამენტში მოსმენის თარიღი თავდაპირველად პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტს შორის კონსულტაციებისას თანხმდება. ამის შემდეგ შეთანხმებულ თარიღზე გადაწყვეტილებას ბიურო იღებს, რომელსაც პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის საკითხი დღის წესრიგში შეაქვს.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი