მოლაპარაკებები უკრაინა-რუსეთს შორის

03 მარტი 2022, 18:05 855 ნახვა

ამ დრომდე უცნობია დაიწყო თუ არა უკრაინა - რუსეთს შორის მოლაპრაკება. აქამდე არსებული ინფორმაციით, მხარეები შეხვედრის ადგილზე იმყოფებოდნენ და მოლაპარაკება თბილისის დროით 4 საათზე უნდა დაწყებყულიყო, თუმცა დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა. პირველი შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე 4 დღის წინ შედგა. მხარეები სამი საათი საუბრობდნენ, თუმცა კონკრეტულად  ვერაფერზე  შეთანხმდნენ. ამასთან, რუსი დიპლომატი დარწმუნებულია, რომ უკრაინული დელეგაცია მოლაპარაკებებზე მითითებებს ვაშინგტონიდან იღებს. უკრაინული დელეგაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ რუსულ მხარესთან სამ ბლოკიანი შეთავაზება აქვთ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი