ბათუმში მთავრობის სახლთან აქციაზე დაკავებული პირების საქმეზე სასამართლო პროცესი სავარაუდოდ დღეს გაიმართება. საქმეში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სახალხო დამცველის წარმომადგენელი ჩაერთო. 8 დაკავებული გუშინ ქობულეთში გადაიყვანეს. ხმაური აქციაზე რამდენიმე საათი გაგრძელდა.
მოქალაქეები, აქტივისტები და პოლიტიკოსები უკრაინაში რუსეთის აგრესიას და ამ პროცესებისადმი საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას აპროტესტებდნენ.
დაკავებების პროცესი კი პუტინის მისამართით გინებას მოჰყვა.