ომი უკრაინაში - დღე მეექვსე

01 მარტი 2022, 14:10 1083 ნახვა

სხვადასხვა საიტზე ვრცელდება უკრაინაში ადგილობრივების მიერ გადაღებული კადრები, სადაც ჩანს, როგორ აჩერებს მშვიდობიანი მოსახლეობა რუსების ტანკებს, ასევე ვრცელდება  რუსი ტყვეების კადრები. რადგან რუსეთის მთავრობა არ ლაპარაკობს უკრაინაში შეჭრის შედეგად დაღუპულთა შესახებ, კიევმა პირდაპირ მიმართა რუსეთის მოსახლეობას და სთხოვა ამოიცნონ თავიანთი ნათესავები, რომლებიც 6 დღის განმავლობაში მოკლეს ან ტყვედ ჩაიგდეს.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 27 თებერვალს განაცხადა, რომ შეიქმნა ონლაინპლატფორმა, სადაც ახლობლებს შეუძლიათ დაათვალიერონ მოკლული და ტყვედ ჩავარდნილი რუსეთის ჯარისკაცები. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხერსონის ქუჩებში  რუსული ჯავშან-ტექნიკა გადაადგილდება.

რუს ოკუპანტებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოქალაქეები ტყვეებად აჰყავთ. სავარაუდოდ, რუსი სამხედროები მათ გადაადგილებისას ფარებად იყენებენ. ქალაქში ამ წუთებშიც საჰაერო განგაშია, ისმის ძლიერი აფეთქებების ხმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი