ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი აღიარებს, რომ უკრაინაში შეჭრაში მონაწილე ჩეჩენი მებრძოლების მხრიდან არის დანაკარგი. ამის შესახებ მან ტელეგრამის საკუთარ გვერდზე დაწერა. „ორი დაიღუპა, კიდევ 6 დაშავებულია“ - წერს კადიროვი. მანამდე კიევში უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ საშიში დივერსანტების ჯგუფი გაანეიტრალა.
კიევში დახვრიტეს და დააკავეს ჩეჩენი დივერსანტები, რომლებიც კიევში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაადგილდებოდნენ - განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ.