World Rugby-მ რუსეთს წევრობა გააუქმა - რუსი მოციგურავეები კი მსოფლიოს ჩემპიონატზე არ დაუშვეს

01 მარტი 2022, 13:21 921 ნახვა

რაგბის საერთაშორისო კაშირის (World Rugby) აღმასრულებელმა კომიტეტმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რეკომენდაციების შესაბამისად, გადაწყვიტა ჩამოაშოროს რუსეთი და ბელარუსი ყველა საერთაშორისო ტურნირს სანაკრებო და საკლუბო დონეზე.

ასევე გამოცხადდა, რომ რუსეთის რაგბის ფედერაცია დაუყოვნებლივ იქნა გარიცხული World Rugby-ის რიგებიდან.

სანქციებს შეუერთდა მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირი (ISU). მოციგურავეები, ციგურებით მორბენლები და შორტტრეკისტები რუსეთიდან და ბელარუსიდან ვერ შეძლებენ ISU-ს ეგიდით საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას.

გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთის ნაკრებს ვერ ვიხილავთ ISU-ს უახლოეს ტურნირზე – ფიგურულ სრიალში მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც 21-27 მარტს საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში უნდა გაიმართოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში