მოსახლეობა თავს მეტროს და ავტოსადგომებს აფარებს

01 მარტი 2022, 11:53 837 ნახვა

მეექვსე დღეა რუსეთი უკრაინას თავს ესხმის და ქალაქებს ბომბავს. მშვიდობიანი მოქალაქეები კი მათთვის უსაფრთხო ადგილებს აფარებენ თავს. ძირითადად ისინი მეტროებში არიან, ასევე  მიწისქვეშა ავტოსადგომებსა და სარდაფებში.

ადგილობრივები იტყობინებიან, რომ  კიევში რთული ვითარებაა, თუმცა უკრაინელები  შეჩერებას არ აპირებენ და ბოლომდე იბრძოლებენ, ამასთანავე ისინი  საერთაშორისო თანამეგობრობას, დასავლეთს დახმარებით  მიმართავენ და თხოვენ ერთიანი ძალებით რუსეთის დამარცხებას.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყებიდან ხუთ დღეში უკრაინაში დაიღუპა 352 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 16 ბავშვი. ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინა უკვე ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა და მოსაზღვრე ქვეყნებში გადავიდა - მონაცემებს გაეროს უმაღლესი კომისარი დევნილთა საკითხებში ავრცელებს.

გაეროში იუწყებიან, რომ თუ კონფლიქტი დაუყოვნებლივ არ შეწყდება, ვარაუდობენ, რომ დევნილთა რიცხვი მომდევნო კვირებში 4 მილიონამდე გაიზრდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი