ჯოზეფ ბორელი ბელარუს ხალხს მიმართვას. „ახლა თქვენი მშვიდობისმოყვარე ქვეყანა ჩათრეულია აღმაშფოთებელ ომში თქვენი მოძმე ერის წინააღმდეგ უკრაინაში.
პრეზიდენტ პუტინის მიერ ძალის და ძალადობის გამოყენების ადგილი 21-ე საუკუნეში არ არის“ - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ვიდეომიმართვაში აცხადებს, სადაც ის ბელარუს ხალხს მიმართავს.
„ასობით თქვენთაგანი დააკავეს კვირას, რუსეთის უკრაინაში ომის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციის ჩატარების გამო და მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მამაცობისთვის, იმისთვის, რომ არ უყურებთ ამ ტრაგედიას მდუმარედ და აგრძელებთ თქვენი მთავრობისთვის ამ ომის შეწყვეტას მოთხოვნას“, – აცხადებს ბორელი ვიდეომიმართვაში.