25 წელი სახელმწიფო გადატრიალებიდან

22 დეკემბერი 2016, 00:00 2882 ნახვა

საქართველოში 1991 წლის 22 დეკემბერს დაწყებული სახელმწიფო გადატრიალებიდან 25 წელი გავიდა. პოლიტიკური სამხედრო კონფლიქტი 6 იანვარს პუტჩისტების გამარჯვებით, საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობით და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას საქართველოდან განდევნით დასრულდა. 22 დეკემბერს დაწყებული სახელმწიფო გადატრიალება აჯანყებულების გამარჯვებით დასრულდა, ქვეყნის მართვა კი "სამხედრო საბჭომ" ჩაიბარა, თუმცა ვერ მოახერხეს ქვეყანაში წესრიგის დამყარება და 1992 წლის მარტში მოსკოვიდან ედუარდ შევარდნაძე მოიწვიეს. იმდროინდელი უზენაესი საბჭოს ერთ-ერთი წევრის ნუგზარ ჩხაიძის განცხადებით მომხდარის ერთ - ერთო ორგანიზატორი სწორედ საქართველოს მეორე პრეზიდენტი იყო. იგი ფაქტის პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას ითხოვს და აცხადებს, რომ გადატრიალების ორგანიზატორებიდან არავინ დასჯილან.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი