საქართველოში კორონავირუსის 4 835 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 41 პაციენტი

27 თებერვალი 2022, 11:05 1286 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 4 835 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 13 840 ადამიანი გამოჯანმრთელდა, კორონავირუსით გარდაიცვალა 41 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 26 252 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 913, „პისიარ“- ტესტით – 13 339.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 18.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 26.68% ხოლო 7 დღის მანძილზე - 22.64%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 835 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 2 146 შემთხვევა, აჭარა - 245, იმერეთი - 845, ქვემო ქართლი -190, შიდა ქართლი - 227, გურია - 243, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 327, კახეთი - 442, მცხეთა-მთიანეთი - 82, სამცხე-ჯავახეთი - 61, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 27.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 95 522. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი