უკრაინელი ტურისტების დასახმარებლად ცხელი ხაზი ამოქმედდა

26 თებერვალი 2022, 15:30 1471 ნახვა

საქართველოში მყოფი უკრაინელი ტურისტების დასახმარებლად  ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აამოქმედა ცხელი ხაზი 0 800 800 909, რომელიც ფუნქციონირებს 24 საათის განმავლობაში და საქართველოში ჩარჩენილ უკრაინელ ტურისტებს შეუძლიათ მიიღონ ყველანაირი სახის ინფორმაცია და დახმარება.

უკრაინელი მოქალაქეების სასტუმროებში განთავსება დღეს დილიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კოორდინაციით  დაიწყო.

კერძო სექტორმა თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოთქვა სურვილი სრულიად უსასყიდლოდ დაუთმოს სასტუმრო უკრაინელ ტურისტებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი