უკრაინის დედაქალაქის მერი მოსახლეობას გამთენიისას მოსალოდნელ საფრთხის შესახებ აწვდის ინფორმაციას.
"მეგობრებო! კიევში ვითარება, გადამეტების გარეშე, ძალიან საფრთხის შემცველია. დამდეგი ღამე, გამთენიისას, იქნება ძალიან რთული. რუსული ჯარები თითქმის შემოვიდნენ კიევში. სამხედროები და სამართალდამცავები ქალაქში დივერსიულ ჯგუფებს ანეიტრალებენ," - განაცხადა კიევის მერმა.
ცოტა ხნის წინ კიევის მერმა განაცხადა, რომ თბოელექტროსადგურთან ხუთი აფეთქება მოხდა .
მედიის ცნობით, თბოელექტროსადგური მუშაობს ნორმალურ რეჟიმში.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, გაჩერებულია მეტროსადგურები, მიზეზი კი, როგორც თავად უკრაინული მედია წერს, ავიაიერიშია. მოქალაქეები თავს მეტროსადგურებს აფარებენ.