საქართველოში კორონავირუსის 7 482 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 32 პაციენტი

25 თებერვალი 2022, 10:52 971 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7 482 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 14 603 პირი, გარდაიცვალა კიდევ 32 პაციენტი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 583 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 538 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 045 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 21.03%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 28.49% ხოლო 7 დღის მანძილზე - 25.38%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 7 482 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 3 272 შემთხვევა, აჭარა - 406, იმერეთი - 1 266, ქვემო ქართლი - 310, შიდა ქართლი - 455, გურია - 279, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 528, კახეთი - 599, მცხეთა-მთიანეთი - 173, სამცხე-ჯავახეთი - 118 რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 76.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 113 284.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი