რუსული ტანკები კიევისკენ მიემართებიან, უკრაინულმა ძალებმა მათ შესაჩერებლად ხიდი ააფეთქეს - უკრაინული მედია 

25 თებერვალი 2022, 09:57 1029 ნახვა

რუსული ტანკები კიევისკენ მიემართებიან - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია გენშტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, რუსული ტანკები ივანკოვთან შეჩერდნენ, სადაც ბრძოლა მიმდინარეობს. უკრაინულმა ძალებმა რუსული კოლონის შესაჩერებლად ხიდი ააფეთქეს.

ასევე უკრაინის დასავლეთით, ქალაქ როვნოში აფეთქების ხმა ისმის. ქალაქის მერი ალექსანდრა ტრეტიაკა სოციალურ ქსელში სარაკეტო თავდასხმის შესახებ.

„ახლახან როვნოს აეროპორტთან სარაკეტო თავდასხმა მოხდა“, – წერს ალექსანდრა ტრეტიაკა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში