კიევში რუსული საფრენი აპარატის ჩამოგდების შედეგად 9-სართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა - დაშავებულია რამდენიმე ადამიანი

25 თებერვალი 2022, 07:56 951 ნახვა

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, რუსული საფრენი აპარატის ჩამოგდების შედეგად ცხრასართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა.

მისივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.

„სასწრაფო დახმარების მანქანებს ადამიანები საავადმყოფოებში გადაჰყავთ. ადგილზე სამაშველო ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. არსებობს სახლის ჩამონგრევის საშიშროება“,- აცხადებს კლიჩკო.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის განცადებით,  რუსული თვითმფრინავი კიევის დარნიცკის რაიონში ჩამოაგდეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი