რუსეთის ძალებმა კიევის ოლქში სახელმწიფო საზღვარი გაარღვიეს

24 თებერვალი 2022, 15:56 1222 ნახვა

რუსეთის ძალებმა კიევის ოლქში სახელმწიფო საზღვარი გაარღვიეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ მტრის სამხედრო ტექნიკა „ვილჩას“ გამშვები პუნქტიდან შევიდა. კიევის ოლქი ბელარუსის ტერიტორიას ესაზღვრება.

მიმდინარეობს სასაზღვრო დანაყოფების გადანაწილება სათადარიგო პოზიციებზე და ისინი მოქმედებენ უკრაინის არმიასთან და ეროვნულ გვარდიასთან თანამშრომლობით.

BBC-ის რუსული სამსახური იუწყება, რომ სასაზღვრო ქვედანაყოფები გადანაწილებულია სარეზერვო პოზიციებზე და თანამშრომლობენ უკრაინის არმიასთან და ეროვნულ გვარდიასთან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი