მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს კავშირზე დარჩნენ საქართველოს საელჩოსთან - საგარეო უწყება

24 თებერვალი 2022, 12:34 851 ნახვა

საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ღრმად ვართ შეშფოთებულნი უკრაინაში განვითარებული მოვლენებით. რუსეთის სამხედრო მოქმედებები ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე გაეროს ქარტიის და საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს, რასაც მძიმე შედეგები ექნება არამარტო უკრაინისთვის არამედ მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობისათვის. მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარ უკრაინელ ხალხს. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას მიიღოს ყველა ზომა ვითარების დეესკალაციისა და ძალადობის შესაჩერებლად"- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინსიტროში.

მათვე ინფორმაციით, საქართველო ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე პროცესებს.

„24 საათის განმავლობაში მოქმედებს ცხელი ხაზი, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე უკრაინაში საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებებში, რომელზეც მოქალაქეები იღებენ შესაბამის რეკომენდაციებს უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით. უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ვთხოვთ თვალ-ყური ადევნონ და გაითვალისწინონ უკრაინის მთავრობის რეკომენდაციები და გაფრთხილებები, ადგილზე არსებულ უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით”, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან უწყება კიევსა და ოდესაში საელჩოს საკონტაქტო ინფორმაციასაც ავრცელებს:

საქართველოს საელჩო, კიევი: +380 (63) 376 77 68; +380 (44) 590 69 50; +380 (93) 544 01 47;

გენერალური საკონსულო, ოდესა: + 380 (63) 176 75 55; +380 (93) 761 17 17;

საგარეო საქმეთა სამინისტრო: +995 (32) 2 94 50 50

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი