საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დღევანდელ სხდომაზე, თბოელექტროსადგურებისთვის, ახალი ზღვრული ტარიფი დადგინდა. ახლა ჯერი, სამომხმარებლო ტარიფზეა. კომისია კიდევ ერთხელ 26 დეკემბერს შეიკრიბება, სწორედ ამ სხდომაზე გახდება ცნობილი, გაგვიძვირდება თუ არა ელექტროენერგია და გაზი, პირველი იანვრიდან.