საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს. არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო და მისი საფლავი გვირგვინით შეამკო თეა ახვლედიანმა. უმცროსი სერჟანტი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან ოთხი წელი გავიდა. ის საქართველოს თავდაცვის ძალებში 2007-დან 2011 წლამდე მსახურობდა. საოკუპაციო რეჟიმმა იგი ახალგორში, 2018 წლის 22 თებერვალს უკანონოდ დააკავა, 23 თებერვალს კი, ცნობილი გახდა, რომ ის მოკლეს. არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.