''ნაციონალური მოძრაობის წევრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მიმართავს. გელა დეკანაძის ინფორმაციით, აიპი “ბათუმის კორპუსმა” ბათუმის მერს 12 პუნქტიანი წერილი გაუგზავნა, რომელშიც ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითრების ხელშეწყობის“ პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად დამტკიცებული თანხის კორექტირებას მოითხოვს. “ნაციონალური მოძრაობის” წევრის თქმით, მისთვის გაურკვეველია თუ რატომ არ გამოიყენა აიპი “ბათუმის კორპუსმა’’ ქალაქში არსებული ავარიული სახლების შეკეთებისთვის გამოყოფილი თანხა. აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული საქმე მერიის კომპეტენციაში შედის.