აჭარაში კოვიდის 659 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი

22 თებერვალი 2022, 10:57 1046 ნახვა

22 თებერვლის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 659 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 1093 პირი. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 127 270 საიდანაც: 5 358 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 609. მძიმე პაციენტია 140, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება  37 პირი. 

860 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 574 - თბილისში, 151 - აჭარაში.

121 052 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში