საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების საკითხს ეხმაურება.
მისივე თქმით, უკრაინის ტერიტორიების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარება არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა.
"საქართველო უკრაინას სოლიდარობას უცხადებს. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ იმოქმედოს მტკიცედ, რათა თავიდან აიცილოს ომი და დაიცვას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.