მაია და გუკა რჩეულიშვილები პატიმრობაში რჩებიან

21 დეკემბერი 2016, 00:00 3543 ნახვა

სასამართლომ „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლები მაია და გუკა რჩეულიშვილები პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ბრალდებულების ინტერესების დამცველების შუამდგომლობა აღკვეთის ღონოსძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით. მაია რჩეულიშვილის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გურამ რჩეულიშვილის ადვოკატი კი, წინა პროცესზე დაკითხული ექსპერტის ჩვენებიდან გამომდინარე ითხოვდა. ადვოკატები გურამ რჩეულიშვილის 150 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, მაია რჩეულიშვილის კი, 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი