სახალხო დამცველის ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე ბრიფინგი გამართა ''ქართული ოცნების'' ლიდერმა ანრი ოხანაშვილმა. მისი თქმით, სახალხო დამცველმა მმართველ გუნდთან კომუნიკაციის გარეშე გადაუგზავნა ეუთო ოდირს შეკითხვები, რომლის შინაარსიც, როგორც ოხანაშვილი ამბობს, მათთვის უცნობია.
მმართველი პარტია მოითხოვს ლომჯარიამ გაასაჯაროოს რა კითხვები და ინფორმაცია გააგზავნა ეუთო - ოდირთან, ვინაიდან მისი თქმით, ოდირის დასკვნაში არის უზუსტობები და ინფორმაციები, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.