განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 18 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევების გამო დისტანციურ სწავლებაზეა 6 სკოლა და 111 კლასი.
ხელვაჩაურში - 1;
ქედაში - 1;
შუახევი - 3;
ხულო - 1 სკოლა.
რაც შეეხება კლასებს. ონლაინ სწავლებაზეა ბათუმში საჯარო და კერძო სკოლის 98 კლასი.
ქობულეთი - 3;
ხელვაჩაური - 7;
ქედა - 1;
შუახევი - 2 კლასი.
ინფიცირებულები არიან როგორც პედაგოგები ასევე მოსწავლეები.