აცრის გაკეთების მსურველთა რიცხვი ისევ დაბალია, ეპიდემიოლოგები ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების აუცილებლობაზე საუბრობენ და მოსახლეობას ისევ რეგულაციების მკაცრი დაცვისკენ მოუწოდებენ. სპეციალისტებს მომავალ კვირაში ექნებათ პასუხი გადაიარა თუ არა კოვიდ 19-ის მეექვსე ტალღის პიკმა. სპეციალისტების პროგნოზითვე, ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი მინიმუმამდე არ ჩამოვა და არ შემცირდება, ახალი მუტაციების წარმოქმნის შანსი მუდმივად იარსებებს და შესაძლოა, "ომიკრონმა" და მისმა ქვეშტამებმა მსოფლიოზე დომინაცია დიდი ხნით შეინარჩუნონ. ამასთანავე მედიკოსის თქმით, მდგომარეობა სტაბილურობისკენ შეიცვალა. მისივე განმარტებით, თუ კოვიდპაციენტს არ აღენიშნება თანმხლები მძიმე დაავადებები, ჰოსპიტალიზაცია 2-3 დღეზე მეტი არ გრძელდება და პაციენტი ონლაინ კლინიკის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ბინაზე განაგრძობს მკურნალობას.