კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებული ეთიკის კოდექსის პრეზენტაცია

17 თებერვალი 2022, 14:39 1313 ნახვა

საფინანსო ორგანიზაციებს კრედიტის ამოღების მიზნით მოვალეების მოტყუება ეკრძალებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში 1000 ლარით დაჯარიმდებიან.

ეს წესები გაწერილია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ  ფინანსური ორგანიზაციების მიერ კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებული ეთიკის კოდექსში, რომლის  ძირითადი ასპექტები 2022 წლის მარტიდან შედის ძალაში.კოდექსის მიხედვით, ფინანსური ორგანიზაციის წარმომადგენელს ეკრძალება, არასწორად წარუდგინოს თავი მოვალეს,ასევე მას უთხრას, რომ  ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა პატიმრობას გამოიწვევს; დაუშვებელია მომხმარებელთან ურთიერთობისას მათი სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა, ფინანსურ ორგანიზაციას ეკრძალება მოვალის ოჯახის წევრების სახლში ვიზიტი ქონების აღწერის ან რეალიზაციის მიზნით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი