გიორგი მამალაძის საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში

16 თებერვალი 2022, 18:18 1083 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი მამალაძის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენს გამომძიებლის/პროკურორის უფლებამოსილებას, კერძოდ კი სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეებს აეკრძალოს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მონაცემების გახმაურება, ვინაიდან გაფრთხილებული პირის მიერ ხსენებული მონაცემების გამჟღავნება იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. მოსარჩელეები არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ სასამართლო სხდომის დახურვის წესს. ასევე, ბრალდებულისათვის პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების შეუძლებლობას. საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი დისტანციურ რეჟიმში განიხილავს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი