 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            ბათუმის ბულვარის ინფორმაციით, ქანდაკება “ალი და ნინო” განახლებული განათების სისტემით უახლოეს დღეებში განაახლებს ფუნქციონირებას.
"ბათუმის ბულვარის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ღირსშესანიშნაობა "ალი და ნინო" მალე განახლებული განათების და მოძრაობის სისტემით გააგრძელებს ვიზიტორების მოხიბვლას.
სიყვარულის მოძრავ სკულპტურას, ავტორის - თამარ კვესიტაძის, კომპანია “თკ სტუდიო”-ს მიერვე ჩაუტარდა რეაბილიტაცია. საავტორო გადაწყვეტილებით, სრულად შეიცვალა ღამის განათების სისტემა და სკულპტურა ფერადოვანი ეფექტით განათდება.
ქანდაკება “ალი და ნინო” განახლებული განათების სისტემით უახლოეს დღეებში განაახლებს ფუნქციონირებას"- აცხადებენ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            