საქართველოში კორონავირუსის 15 315 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 55 პაციენტი 

16 თებერვალი 2022, 10:50 1137 ნახვა

16 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 15 315 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 55 პაციენტი. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 10 894 პირი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 50 058 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 794, „პისიარ“ ტესტით – 18 264.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 30,59%, ბოლო 14 დღის – 32,02%, ბოლო შვიდი დღის – 31,51%.

თბილისში გამოვლენილია 7 055 შემთხვევა, აჭარა - 960, იმერეთი - 2 233, ქვემო ქართლი - 907, შიდა ქართლი - 834, გურია - 470, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 131, კახეთი - 1 118, მცხეთა-მთიანეთი - 286, სამცხე-ჯავახეთი - 235, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 86.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 180 385 საიდანაც: 5 974 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 382, აჭარაში - 696, იმერეთში - 1 193.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 309 პირი, მათ შორის, თბილისში - 480, აჭარაში - 150, იმერეთში - 422. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი, მათგან თბილისში - 166, აჭარაში - 40, იმერეთში - 28.

1 261 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 778 - თბილისში, 308 - აჭარაში.

173 150 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 10 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 10, ხოლო აჭარაში - 0.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი