პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი აირჩია

15 თებერვალი 2022, 18:31 1135 ნახვა

84 მომხრე, 2 წინააღმდეგ - პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი აირჩია.

მმართველმა გუნდმა ცესკოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე მოქმედ წევრებს - მაია ზარიძესა და გია ცაცაშვილს დაუჭირა მხარი.

გიორგი კალანდარიშვილი თანამდებობაზე ექვსი თვით აირჩიეს, რადგან მისი არჩევა მეორე კენჭისყრის შედეგად მოხდა, რაც თანამდებობაზე მის გამწესებას 5 წლის ნაცვლად, 6 თვით ითვალისწინებს.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი