დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, შაბათ-კვირას მიმდინარეობდა პორტალების და ელექტრონული სისტემების განახლება, ამიტომ გუშინდელი დილის მონაცემები რეალობას არ შეესაბამებოდა, რეალურად იყო 7 727.
ამირან გამყრელიძის განმარტებით, 51 გარდაცვლილი 24 საათის მონაცემები არ არის და რეალურად, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 33 ადამიანი გარდაიცვალა.
„გუშინდელი 4000 შემთხვევა რეალობას არ შეესაბამებოდა, რეალურად დღეს განახლდა და ეს იყო 7727, თუმცა წინა კვირების შესაბამის კვირებთან შედარებით კლების ტენდენცია გვაქვს ისევე, როგორც ორშაბათის მაჩვენებელი. რეალურად, ბოლო 24 საათში განმავლობაში გვაქვს 33 გარდაცვალება“, - განაცხადა გამყრელიძემ.