საქართველოში კორონავირუსის 19 049 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 51 პაციენტი

15 თებერვალი 2022, 11:00 757 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 19 049 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 18 409 ადამიანი გამოჯანმრთელდა, კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 51 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 56 531 კვლევა ტესტით, მათ შორის 39 936 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 595 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 33.7%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 32.01% ხოლო 7 დღის მანძილზე - 32.19%.ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 18 409 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 289 168.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 19 049 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 8 972 შემთხვევა, აჭარა - 1 317, იმერეთი - 2 854, ქვემო ქართლი - 842, შიდა ქართლი - 970, გურია - 710, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 272, კახეთი - 1 229, მცხეთა-მთიანეთი - 446, სამცხე-ჯავახეთი - 307, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 130.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი