15 თებერვლის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 1317 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 176 019 საიდანაც: 6 017 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 737. მძიმე პაციენტია 155, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 41 პირი.
1 481 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 878 - თბილისში, 305 - აჭარაში.
168 693 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.