რამაზ ჯინჭარაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს

13 თებერვალი 2022, 20:15 1473 ნახვა

გონიო- კვარიათის სამაჟორიტარო ოლქის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.

რამაზ ჯინჭარაძე თანაგუნდელებთან ერთად ინასარიძის ქუჩაზე კარდაკარ ჩამოვლის პრინციპით მოქალაქეებს გაესაუბრა და  არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა. კანდიდატი აცხადებს რომ ამ ტერიტორიაზე ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ნაგავსაყრელს ასახელებენ,რომლის კონსერვაციაც მალე უნდა დაიწყოს, რადგან ქობულეთის ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა უკვე დასრულებულია.

დასახლებაში მიწისქვეშა კომუნიკაციების გამართვა სამუშაოების მეხუთე ეტაპზე იგეგმება. რამაზ ჯინჭარაძე აცხადებს, რომ ბათუმის საკრებულოში მისი გამარჯვების შემთხვევაში საკუთარი გუნდისთვის გადამწყვეტი ხმა იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი