საცხოვრებელი გარემოს კვლევა ტყვიაზე

13 თებერვალი 2022, 15:10 1209 ნახვა

საქართველოში სუნელებში, საბავშვო ფერად ჭურჭელში  და სამშენებლო მასალებში კვლევის  მიხედვით კვლავ მაღალი ტყვიის შემცველობა გამოიკვეთა. 300-მდე სუნელის ნიმუშისა და 77 გამყიდველის შეფასების კვლევით დადგინდა, რომ 20-მდე სუნელი ტყვიის მაღალ კონცენტრაციას შეიცავდა.აჭარის რეგიონში საცხოვრებელი გარემოს კვლევისას ოჯახში აღმოჩენილია წარმოებული „ხარჩოს სუნელი“, რომელიც განსაკუთრებით მაღალია ტყვიის შემცველობა.

აჭარაში შემოწმებული 2 საბავშვო ბაღიდან ტყვიის მარალი შემცველობა არ იკვეთება, თუმცა გარე სივრცეში დამონტაჟებულ გასართობ მოწყობილობების, სასრიალოების საღებავებში ნაპოვნია ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა. ქვეყანაში კი ყველაზე დიდ დაბინძურებულ კერად კვლავ ინდუსტრიული ობიექტები და მათი მიმდებარე ტერიტორიები ითვლება

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი