კორონავირუსის შემთხვევების გამო, 11 თებერვლის მონაცემებით დისტანციურ სწავლებაზეა გადასული 26 სკოლა.
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დროებით დაიხურა ბათუმში - 8;
ქობულეთში - 3;
ხელვაჩაურში - 1;
ქედაში - 9;
შუახევში - 1;
ხულო კი 4 სკოლა.
ონლაინ სწავლებაზე გადავიდა სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლის 137 კლასი.
ინფიცირებულები არიან როგორც პედაგოგები, ასევე მოსწავლეები. სკოლებისა და კლასების დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის გადაწყვეტილებას სკოლა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით იღებს.