საქართველოში კორონავირუსის 22 444 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 53 პაციენტი

10 თებერვალი 2022, 10:51 1149 ნახვა

10 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 22 444 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 53 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 13 245 პირი.

გუშინ ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 68 392 კვლევა ტესტით, მათ შორის 42 943 კვლევა ანტიგენის ტესტით და 25 449 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 32.82%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 29.93% ხოლო 7 დღის მანძილზე - 32.84%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 22 444 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 10 931 შემთხვევა, აჭარა - 1 876, იმერეთი - 3 281, ქვემო ქართლი - 1 193, შიდა ქართლი -1 062, გურია - 616, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 496, კახეთი - 1 101, მცხეთა-მთიანეთი - 450, სამცხე-ჯავახეთი - 359, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 79.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 228 153 საიდანაც: 6 085 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 472, აჭარაში - 771, იმერეთში - 1 257. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 232 პირი, მათ შორის, თბილისში - 482, აჭარაში - 137, იმერეთში - 406. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 291 პირი, მათგან თბილისში - 166, აჭარაში - 38, იმერეთში - 26. 1 858 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 160 - თბილისში, 465 - აჭარაში. 220 210 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 41 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 0.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი