დავა და კამათი სააკაშვილის სასამართლოზე

09 თებერვალი 2022, 20:25 1271 ნახვა

ბიუჯეტიდან 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვაზე  მიხეილ სააკაშვილის სასამართლო ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ექსპრეზიდენტი საკუთარი სიტყვის შემდეგ, მხოლოდ ანზორ ჩუბინიძის გამოსვლას დაელოდა, რომელმაც რამდენიმე არგუმენტით უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის განმარტებით,  ბრალდება ეხება 2009-2013 წლამდე პერიოდს, რომლის განმავლობაშიც ის არ იყო სამსახურის ხელმძღვანელი და არანაირი შეხება არ ჰქონდა.

ჩუბინიძის პოზიციას მოსამართლე დაეთანხმა, რასაც დაცვის მხარის და მიხეილ სააკაშვილის  პროტესტი მოჰყვა.

სიტყვა წარმოთქვა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა თემურ ჯანაშიამაც. სასამართლოს დასრულების შემდეგ ექსპრეზიდენტის ადვოკატმა თქვა, რომ ანზორ ჩუბინიძის ჩვენების მიცემის შემთხვევაში ცალსახად დადასტურდებოდა  მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას უდანაშაულობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში