9 თებერვლის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 2 011 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 979 ადამიანი.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 219 007 საიდანაც: 6 036 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 778. მძიმე პაციენტია 149, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 42 პირი.
1 901 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 185 - თბილისში, 487 - აჭარაში. 211 070 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 41 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 0.