ყალბი დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ფაქტზე ბრალდებულის სახით ორი პირი პასუხისგებაში მიეცა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, 4 კომპანიის სახელით ყალბი ხელშეკრულებები გააფორმეს და საერთო ჯამში მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამშენებლო მომსახურების გაწევის თაობაზე ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გაწერეს, ყალბი დოკუმენტები სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობისას გამოიყენეს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.